ბიოტექნოლოგიურმა კორპორაციამ Genentech წარმოადგინა ახალი ექსპერიმენტული ანტიბიოტიკი - G0775, რომელიც ძირითადად გრამუარყოფით ბაქტერიებს ანადგურებს. ცნობილია, რომ გრამდადებით ბაქტერებს გააჩნიათ ერთშრიანი უჯრედული მემბრანა. ის შეიცავს პეპტიდოგლიკანს - ჰეტეროპოლიმერს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ბაქტერიის უჯრედის კედლისთვის. ბევრი ანტიბიოტიკი, მათ შორის პენიცილინი, ამუხრუჭებს პეპტიდოგლიკანის სინთეზს, რითაც უჯრედის სიკვდილს იწვევს. თავის მხრივ, გრამუარყოფითი ბაქტერიები მნიშვნელოვნად განსხვავდება - უჯრედული მემბრანა ჩაკეტილია ორ არამკვრივ შრეს შორის. გარეთა მხრიდან მას ფარავს დამატებითი ლიპოპოლისაქარიდული შრე, რის გამოც მემბრანისკენ გზა ჩაკეტილია. სპეციალისტებმა მოიფიქრეს, როგორ აუარონ გვერდი ამ დაცვას. ისინი გარკვეულ როლს ანიჭებენ არილომიცინებს. აღნიშნული მოლეკულები ამუხრუჭებენ მნიშვნელოვან, პირველი ტიპის ბაქტერიულ სასიგნალო პეპტიდაზას - ახალ სამიზნეს ანტიბიოტიკურ თერაპიაში. ამგვარი მიდგომით შესაძლებელი გახდება მყარ პათოგენებზე გამარჯვება.პეპტიდაზა ფერმენტია, რომელიც აძლიერებს ცილების მოლეკულებიდან ამინომჟავების მოშორებას. სპეციალისტებმა არილომიცინის ოპტიმიზაციით მიიღეს G0775. აღნიშნული მოლეკულა ადვილად აღწევს ბაქტერიის გარეთა მემბრანაში.