სტუდია 20th Century Fox-მა ფილმის „ტერმინატორი: "ბნელი ბედი" თრეილერი გამოაქვეყნა. ახალ ფილმში არ გაითვალისწინებენ მოვლენებს, რომელიც მესამე, მეოთხე და მეხუთე "ტერმინატორში" მოხდა. ახალი ტერმინატორის პროდიუსერი ჯეიმ კემერონია. "ბნელ ბედში" თამაშობს ლინდა ჰემილტონი და არნოლდ შვარცენეგერი. ფილმი ტერმინატორების ახალ თაობაზე მოგვითხრობს.