პარლამენტში მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.
პროექტის მიხედვით, ელექტროტექნიკაზე ენერგიის წვის მაჩვენებლების მითითება სავალდებულო გახდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებისა და პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის მითითების აუცილებლობა არ არის გათვალისწინებული.
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების შესახებ პროდუქტზე სტანდარტული ინფორმაციის მითითება აუცილებელი გახდება. ეს კი საშუალებას მისცემს საბოლოო მომხმარებელს, მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასურველი არჩევანი გააკეთოს.