ახალი ზელანდიის ავიახაზები ხანგრძლივი ფრენების დროს თვითმფრინავებში საძილე სივრცეების - Skynest-ების მოწყობას გეგმავს, სადაც მგზავრები დასვენებასა და დაძინებას შეძლებენ. კომპანიის განცხადებით, მათ ამ გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყეს და მის განხორციელებას სავარაუდოდ, 1 წელზე მეტი დასჭირდება.
როგორც ცნობილია, თითოეული Skynest-ის სიგრძე 2 მეტრი, ხოლო სიგანე 58 სანტიმეტრი იქნება. თითოეული კაბინა 6 ადამიანზე იქნება გათვლილი და საწოლები 3 სხვადასხვა დონეზე განთავსდება.
კომპანია მგზავრებს საბნებით, ბალიშებითა და ზეწრებით თავად უზრუნველყოფს. Air New Zealand-ის განცხადებით, საძილე სივრცეები იმ თვითმფრინავებში განთავსდება, რომლებიც განსაკუთრებით ხანგრძლივ და დამღლელ ავიარეისებს ასრულებენ.