ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად ირანთან დაპირისპირება აუცილებელი მოთხოვნაა - მაიკ პომპეო - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად ირანთან დაპირისპირება აუცილებელი მოთხოვნაა - მაიკ პომპეო

2019-02-14 17:09:03+04:00

"ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად ირანთან დაპირისპირება აუცილებელი მოთხოვნაა" - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. "ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის ირანთან დაპირისპირების გარეშე მიღწევა შეუძლებელია", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებამდე. მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ირანს დამანგრეველი გავლენა აქვს ლიბანში, იემენში, სირიაში და ერაყში".