თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლის დაკავება ნათესავებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ნათესავების განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებულ მაზლსა და გარდაცვლილ ქალს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
ნათესავის ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალმა ოქრო დაახლოებით, ერთი თვის წინ ლომბარდიდან გამოიტანა.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის საქმე გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს.