მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის შედარებით სტაბილურია.
როგორც "პალიტრანიუსს" დაჭრილი მოზარდის ექიმმა განუცხადა, პაციენტისთვის განმეორებითი ქირურგიული ჩარევა იგეგმება. მისივე ინფორმაციით, მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ახლობლების ინფორმაციით, გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა 15 წლის მოზარდი ორი დღის წინ დაჭრა. აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილი მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.