არაჩვეულებრივი ძაღლი, აკიტა ინუ, რომელსაც პირის აპარატის უჩვეულო აგებულობის წყალობით ხშირად მომღიმარ ძაღლსაც უწოდებენ, ერთ-ერთი უძველესი იაპონური ჯიშია, ამიტომ ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდა ამომავალი მზის ქვეყანაში. დიდგვაროვანთა ოჯახებში კი ბავშვებსაც ანდობდნენ აღსაზრდელად, რადგან საოცრად მზრუნველს და პასუცისმგებელს საუკეთესო ძიძად მიიჩნევე. სხვათაშორის, ლეგენდარული ჰაჩიკო, რომლის სახელი ნდობასა და ერთგულებასთან ასოცირდება, სწორედ იაპონური აკიტა ინუს ჯიშს მიეკუთვნება.