აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსყიდვისა და შანტაჟის გამო, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. შეკრებილები მოითხოვენ, რომ გამოიძიონ ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე.
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.