"ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან აქცია გამართეს. აქციაზე უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფებოდა, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს.
დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან დაიწყეს, სადაც ”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან და საკრებულოს რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად აქცია გამართეს. ადგილზე მყოფებს ზაზა ხატიაშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ მათი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციას არა 500 არამედ 50 000 ადამიანი გამართავს.