აქცია "სირცხვილიას" საორგანიზაციო ჯგუფი დღეს, საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს.
როგორც "პალიტრანიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს, გეგმა სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს. მათივე ინფორმაციით, ასევე, განიხილავენ კონკრეტულ ამოცანებს და აქტივობებს, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აპირებს.
აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყება.