აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი განაახლეს.აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ბუშტები მიიტანეს წარწერით "მონობა ტეხავს".
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადმინისტრაციული წესით დააკავეს რამდენიმე ადამიანი.