პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს. ისინი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები საღამოს 19:00 საათზე მასშტაბურ აქციას აანონსებენ და ყველა პოლიტიკურ სპექტრს, მემარცხენეებს და მემარჯვენეებს, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.