გარდაცვლილ ზურაბ ხუციშვილის მკვლელების დასჯის მოითხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. ზურა ხუციშვილის აგვისტოში გარდაიცვალა, მისი ცხედარი მტკვარში იპოვეს. ახალგაზრდის ოჯახის მტკიცებით ის სამართალდამცველების მიერ არის მოკლული, საქმე კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, აღიძრა. ხუციშვილის ახლობლები და ადვოკატი დამნაშავე პოლიციელების დასჯასა და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.