04:21
26 თებერვალი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
გემრიელი მოგზაურობა
ალ ჰარისი, ალ მაჰბუსი, ფალაფელი, ჰუმუსი... - გაიცანით განსხვავებული და გამორჩეული არაბული სამზარეულო
18-02-2021

არაბული სამზარეულო რეგიონული სამზარეულოს ერთგვარი ნაზავია, რომელიც საერთო რელიგიითა და კულტურითაა განპირობებული. მისი გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა და სწორედ ამიტომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მრავალსაუკუნოვანი არაბული სამზარეულო მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ არაბი ბედუინების ძირითადი საკვები პროდუქტები იყო ფინიკი, პური, თხისა და აქლემის რძე, ამ რძისაგან აკეთებდნენ იოგურტს. რაც შეეხება ხორცს, მას გამოიყენებდნენ ძალზე იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული დღესასწაულების დროს. ასეთ შემთხვევების დროს წვავდნენ მთლიან თხას ან ცხვარს სუნელებითა და ნუშით,სუფრაზე მიჰქონდათ ბრინჯთან ერთად.

კერძოდ, ფართოდ გამოიყენება ცხვრის, თხის, ხბოს ხორცი, პარკოსნები, ხილი და ბოსტნეული-როგორც ახალი, ასევე გამხმარი.


არაბული სამზარეულო წარმოუდგენელია სანელებლების გარეშე-ხახვი, ნიორი, დარიჩინი, წითელი და შავი პილპილი, სურნელოვანი ბალახები, ზეთისხილი აქ ფართოდ გამოიყენება.
უმეტეს შემთხევევბში მოიხმარენ ზეითუნის ზეთს, მაგრამ ხორციანი კერძების მოსამზადებლად ცხიმს იშვიათად იყენებენ.

არაბები ხორცს წვავენ 300 გრადუსამდე გახურებულ ფართო ტაფაზე, სიმხურვალისაგან მასზე წარმოიქმნება კანი, რომლის შიგნით ხორცი ნაზი და წვნიანი რჩება.

ისტორიულმა წიგნებმა არაბული სამზარეულოს შესახებ შემოინახა უამრავი სოუსის რეცეპტი მათი დამზადების შესახებ. მათგან არაბული სამზარეულოთი დაინტერესებულებს წიგნი სთავაზობს შემწვარ თევზთან მისართმევი სოუსების რამდენიმე რეცეპტს. ერთი მათგანი მზადდება მდოგვის სოუსში რუთის, ჩვეულებრივი კუმინის, კასიას, დარიჩინის, ტიმიანს დამატებით, ხოლო მეორე - ქიშმიშით, ნიორით, ნიგვზით, მდგოგვითა და ძმრით, ასევე სხვასხვა სუნელებლების დამატებით.

AutoPlay
როსოლიე, პირუკასი, რაიმი, ლეივასუპი, მალგიპუდერი, ასპიკი, ვანა ტალინი, ვასტლაკულიდი... - გაიცანით ესტონური სამზარეულო!
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
გალისია, ახალი და ძველი კასტილია, კატალონია - გაეცანით ესპანეთის რეგიონების სამზარეულოს მრავალფეროვნებას
11-02-2021
გამორჩეული და უნიკალური ნორვეგიული სამზარეულო
04-02-2021
ასადო, მილანეზა ნაპოლიტანა, ლონგანიზა, კარბონატი, ლოკორი, ემპანადასი, გნოჩი... - გაიცანით არგენტინის მრავალფეროვანი სამზარეულო
28-01-2021
გულიაში, პერკელტი, ლეჩო, ფუა გრა, ჰალასლე... - გაიცანით უნგრეთის განსაკუთრებული სამზარეულო
21-01-2021
რასტლეტი, ტარტიფლეტი, ფუნდა, როსტი, შემწვარი ფქვილის წვნიანი, ხბოს და სოკოს რაგუტი... - გაიცანით შვეიცარიის უნიკალური და განსხვავებული სამზარეულო
14-01-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები