იმის გამო, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ, ამ თემით სპეკულირება სულ უფრო შესამჩნევი ხდება - ამის შესახებ ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" იუწყება. დადასტურებული ინფორმაციის სიმწირემ ინციდენტის გარშემო სპეკულაცია შექმნა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბინა, სადაც დამნაშავეები ცხოვრობდნენ, ეთნიკურ ჩეჩენს ეკუთვნოდა, ამან კი წარმოშვა ეჭვები, რომ დამნაშავეები ჩეჩნეთთან არიან დაკავშირებულები“, - აცხადებს „ალ-ჯაზირა“. ტელეკომპანია დაუკავშირდა პანკისის ხეობის მცხოვრებს, სულხან ბორძიკაშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერია ცნობილი.