კომპანია "ალდაგი" კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება, რათა შესაბამისობაში მოვიდნენ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ახალ კანონმდებლობასთან. ამ მიზნით, "ალდაგმა" უკვე დაიწყო პარტნიორობა საკონსულტაციო კომპანია "უსაფრთხო გარემოსთან" და კლიენტ ორგანიზაციებს 1-ელ ნოემბრამდე სთავაზობს შრომის უსაფრთხოების უფასო ექსპერტულ კონსულტაციას და 20 %-იან ფასდაკლებას სრულ მომსახურებაზე. ამასთან, "უსაფრთხო გარემოს" სპეციალისტები დაეხმარებიან ალდაგის კომპანიებს, შეაფასონ კომპანიის შრომის უსაფრთხოების რისკები, მოამზადონ სამოქმედო გეგმა, გადაამზადონ თანამშრომლები და განახორციელონ ის ცვლილებები, რომელიც საჭიროა უსაფრთხოენის ნორმების სრულფასოვნად დასაკმაყოფილებლად. შეგახსენებთ, რომ კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და ის ყველა სახის შრომით საქმიანობას შეეხო. ახალი კანონი სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრებს, ასევე აღსრულებისა და ინსპექტირების სისტემას აყალიბებს. კანონთან შესაბამისობას ამოწმებს ზედამხედველი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული სამუშაო სივრცე. ალდაგის მიერ შეთავაზებული მომსახურება კი კომპანიებს, ამ ცვლილების სწორად და უმტკივნეულოდ დანერგვაში დაეხმარება