დმანისში „სამოქალაქო მოძრაობის“ კამპანიის საპასუხო დახვედრის ფორმაც და ბანერების შინაარსიც კახა ოქრიაშვილის ინიციატივაა,ამის შესახებ ტავად ოქრიაშვილმა განაცხადა , ამ ქმედებით უმრავლესობის წევრი, ალეკო ელისაშვილის კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" გამოეხმაურა. ოქრიაშვილის განცხადებით, ბანერების განთავსებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მის მიერაა გაღებული. საპასუხოდ კი ელისაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად ფლაერები კახა ოქრიაშვილის ფოტოთი დმანისის მერიის შესასვლელ კარზე დაამაგრა. ელისაშვილის თქმით პარლამენტში ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა ადამიანებმა, რამდენი ბანერიც არ უნდა გამოაკრან თუნდაც წარწერით „ ალეკო მიყვარხარ” ის ამ სისტემის წინააღმდეგია მაინც იქნება.