პროკურატურის განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ეხება, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი აფასებენ.
მენაბდის თქმით, თუ კონკრეტული საქმის პროკურორი გადაწყვეტს,რომ უწყებაში პრეზიდენტის დაბარება უნდა მოხდეს, ეს თავად მისი გადასაწყევტია. მისივე თქმით, ვიდრე პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე პროცედურულ საკითხს არ გაივლის, მანამდე დაუშვებელია პრეზიდენტის დაკავება ან მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.
ალეკო ელისაშვილი კი თვლის, რომ როგორც დიმიტრი გაბუნიას, ასევე ქვეყნის პრეზიდენტის დაბარება უნდა მოხდეს უწყებაში რადგან ამ საქმის გარშემო უამრავი კითხვა არსებობს. ელისაშვილის თქმით კარგია, რომ გამოძიება დაიწყო და ის იმედს იქონიებს, რომ ეს პროცესი მეტნაკლებად წესიერად წარიმართება.