საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის ზღვასთან მდებარე დენდროლოგიუ პარკში იმყოფებოდა, სადაც თბილისის მერის მიერ ქალაქის გამწავნების პროგრამის ფარგლებში დარგული 365 ათასი ხე დაათვალერა. ელისაშვილს საკუთარ ფეისბუქგვერდზე დენდროლოგიური პარკიდან პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, სადაც აჩვენა, რომ აღნიშნული ნერგები გამხამარია. როგორც საკრებულოს წევრი აცხადებს, ხეების დარგვაში, მოვლასა და გახარებაში 2 მილიონი ლარია დახარჯული, ხეები კი უპატრონოდ არის მიტოვებული.