განათლების მინისტრი "აუდიტორია 115"-ის მიერ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირებას დანაშაულებრივ ქმედებად აფასებს. ალექსანდრე ჯეჯელავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა სტუდენტებს, რომ საკუთარი პროტესტის გამოხატვით თანატოლებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ. „აუდიტორია 115“-ის წევრებს უკვე თითქმის ერთი თვეა უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი აქვთ პიკეტირებული. სტუდენტური გაერთიანება თვითმმართველობის არსებული მოდელისა და თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესის შემოღებას, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარის კონსტიტუციაში განსაზღვრასა და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფას ითხოვს