ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, 4 ოქტომბერს უკრაინას სამუშაო ვიზიტით ეწვევა, სადაც უკრაინა-ბელორუსის რიგით მეორე რეგიონულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჟიტომირში გაიმართება.
ბელორუსის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან. მხარეები დეტალურად განიხილავენ უკრაინა-ბელორუსიის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
შეგახსენებთ, ლუკაშენკო ზელენსკის მიწვევას რამდენიმე თვის წინ დათანხმდა. ეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის პირველი შეხვედრა იქნება.