რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობასა და ეროვნულ კრებას სიტყვით მიმართა.
„რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი უახლოესი მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ბელარუსის, ან რუსეთის ხელისუფლებაში. ეს ჩვენს ხალხებში ღრმადაა გამჯდარი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამავე დროს, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბელარუსი სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებს ჩინეთთან, დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან.