ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დანიშნა, რომელიც დღემდე სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
როგორც ლუკაშენკომ ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენისას განაცხადა, გოლოვჩენკოს სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის დიპლომატიურ სფეროში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, ბელორუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ მთავრობა 3 ივნისს დაითხოვა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მიერ იმ გეგმაზე საუბარი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე მთავრობის ახალი შემადგენლობის მომზადებას ეხებოდა.