ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი და რუსი სამხედროები უკრაინის საზღვართან მალე ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. „ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ პუტინთან, რომ უახლოეს მომავალში სამხრეთ საზღვრებზე, ბელარუსი-უკრაინის საზღვართან ერთობლივი წვრთნები უნდა ჩავატაროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ „რია-ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ეს წვრთნები ორ ეტაპად მომდევნო ჩატარდება.
„გეგმებს ჯერ კიდევ ვადგენთ, მაგრამ პირველ ეტაპს ზამთარში აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ წვრთნების ჩასატარებლად ყველაფერი მზად არის.