დეველოპერული კომპანია "ალიანს ჯგუფის" და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი მონაწილეობით აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სკვერში ტუია ბურთულიანი, ტუია სმარაგდა, მაგნოლია და ვაშინგტონის პალმა დაირგო. მწვანე ინიციატივის ორგანიზატორების თქმით, მთავარი არა მხოლოდ ხეების დარგვა, არამედ, სპეციალისტებთან ერთად ფუნქციურად სწორი ჯიშების შერჩევაა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში "ალიანს ჯგუფი" მსგავსი აქციების რეგულარულად განხორციელებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით უკვე დარგული ხეების მონიტორინგთან ერთად საჭიროების შემთხვევაში, მოხდება დაზიანებული ხეების ახლით ჩანაცვლებაც. ცნობისთვის, „ალიანს ჯგუფის“ შემდეგი პროექტი ქობულეთში, გლობალურ სასტუმრო ბრენდთან ერთად განხორციელდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ეს იქნება პირველი საერთაშორისო მნიშვნელობის სასტუმრო ოპერატორის შემოსვლა ქობულეთში, რაც მნიშვნელოვანი იქნება ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.