02:35
23 მაისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ART NEWS
ალმოდოვარის ახალ ფილმში ქეით ბლანშეტი ითამაშებს
12-01-2022

ოსკაროსან მსახიობს ქეით ბლანშეტს მალე პედრო ალმოდოვარის პირველ სრულმეტრაჟიან ინგლისურენოვან ფილმში სახელად A Manual for Cleaning Women ვიხილავთ. მათ ვისაც ბლანშეტის მიერ შესრულებული არაერთი ფილმი გინახავთ, არ არსებობს როლი, რომლის გაცოცხლებასაც ავსტრალიელი მსახიობი მთელ სულს, გულსა და ენერგიას არ მიუძღვნის. შესაბამისად ახლავე შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ალმადოვართან ერთად, კიდევ უფრო ემოციურ და დასამახსოვრებელ როლს შემოგვთავაზებს.

A Manual for Cleaning Women ლუსია ბერლინის ამავე სახელწოდების მოთხრობების კრებულის ადაპტაციაა. 43 ისტორიისგან შემდგარი ნაწარმოები რთული სამსახურის მქონე ქალების ამბავს გვიყვება.

როგორც ცნბილია ფილმის გადაღებები სულ ახლახანს დაიწყო, თუმცა მეტი დეტალი ამ დრომდე არ საჯაროვდება. ახლახანს რეჟისორმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა მის ახალ ფილმზე, პედრომ თქვა, რომ თავდაპირველად ესპანურად დაიწყო სცენარზე მუშაობა და შემდეგ ინგლისურად თარგმნა გადაწყვიტა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები