14:26
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Alphabet-ის კვარტალური მოგება და შემოსავლები იზრდება
30-04-2020

Google-ს შვილობილ კომპანიას Alphabet-ს 2020 წლის პირველ კვარტალში მოგება და შემოსავლები გაეზარდა. ამის მიზეზი პანდემიის პირობებში კომპანიის მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნა გახდა. თუმცა, ამავე დროს, მარტში, კომპანიის სარეკლამო შემოსავალი 10%-ით დაეცა.

საანგარიშო პერიოდში, Alphabet-ის წმინდა მოგებამ 6 მილიარდ 840 მილიონი დოლარი შეადგინა, ერთი აქციის ღირებულება კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 დოლარიდან და 50 ცენტიდან 9 დოლარამდე და 87 ცენტამდე გაიზარდა. ამასთან, Alphabet-ის კვარტალური შემოსავალი 13% -ით 41 მილიარდ 160 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.

მოხსენების წარდგენის შემდეგ, ტელეკონფერენციის დროს, Alphabet -ის ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ 2020 წელს კომპანია ოდნავ შეამცირებს ინვესტიციებს, ასევე შეანელებს ახალი თანამშრომლების დაქირავების ტემპს. ამავდროულად, იგი გააგრძელებს წილების შეძენის პროგრამის განხორციელებას ადრე გამოცხადებული გეგმების შესაბამისად.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები