2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 2 ათას 153 მილიარდერია. Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, მათი უმრავლესობა ამერიკაში, ჩინეთში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
თუმცა, არსებობენ ქვეყნები, სადაც მხოლოდ ერთი მილიარდერი ცხოვრობს და ასეთებს შორის არის საქართველოც. ჩვენთან მილიარდერი მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.
რეიტინგის თანახმად, საქართველოს გარდა მხოლოდ ერთი მილარდერი კიდევ 12 ქვეყანას ჰყავს. ეს ქვეყნებია: ალჟირი; ანგოლა; ისლანდია; ქუვეითი; ლიხტენშტეინი; ნეპალი; პორტუგალია; ყატარი; რუმინეთი; სვაზილენდი, ტანზანია და ზიმბამბვე.