ალჟირის დედაქალაქში კონცერტზე მომხდარი ჭყლეტვის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, ათასობით ადამიანი ესწრებოდა სტადიონზე რეპერის კონცერტს, რა დროსაც ერთ-ერთ შესასვლელში ჭყლეტვა მოხდა. დაშავებულია 21 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია. ინციდენტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. კონცერტს ალჟირელი ცნობილი რეპერი აბდერაუფ დერაჯი ატარებდა.