ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნებში 2 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. იმ პირებს, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებში სურდათ მონაწილეობის მიღება 25 მაისამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. საკონსტიტუციო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კანდიდატები აბდელჰაკიმ ჰამადი და ჰამიდ ტოუაჰარი არიან. აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ არჩევნების გამართვის თარიღად 4 ივლისი დაასახელა.
შეგახსნებეთ, რომ ალჟირს 20 წლის განმავლობაში აბდელაზიზ ბუტეფლიკა მართავდა, რომელიც მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ 2 აპრილს გადადგა. მან პოსტის დატოვებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აბდელქადერ ბენსალაჰი დატოვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა საპროტესტო აქციებს არ წყვეტს. ისინი აცხადებენ, რომ არა კონკრეტული პირები, არამედ მლიანად სისტემა უნდა შეიცვალოს.