ედინბურგის რეგენერაციული მედიცინის ცენტრისა და სკოლკოვსკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარებმა მრავალწლიანი ერთობლივი კვლევით აჩვენეს, რომ ღვიძლში და სანაღვლე სადინრების უჯრედები აქტიურად მონაწილეობენ ღვიძლის ქსოვილის განახლების პროცესში. მათი აზრით, ამ აღმოჩენით საბოლოოდ დამარცხდება ღვიძლის პათოლოგიები, მათ შორის ციროზიც.
ის, რომ ღვიძლის უჯრედებს განახლების უნარი აქვთ, კარგა ხანია ცნობილია. თუმცა, რეგენერაცია არც ისე სწრაფად ხდება და ახლად წარმოქნილი უჯრედები წინამორბედებზე ბევრად მალე "ბერდებიან". ამიტომაც ცდილობდნენ მეცნიერები განახლების დამატებითი გზის ძიებას. იდეალურ კანდიდატებად კი აღმოჩნდნენ ღვიძლში და სანაღვლე გზების უჯრედები- ქოლანგიოციტები. ამ ეტაპზე მეცნიერები ციროზით დაავადებული ადამიანის ღვიძლის აღდგენას ორგანოში ქოლანგიოციტების შეყვანით გეგმავენ.