ფსორიაზი აუტოიმუნური ანთებითი დაავადებაა, რომელიც კანის გარდა ორგანიზმის შინაგან ორგანოებსაც აზიანებს. ამ დაავადებით მსოფლიოში 125 მილიონი ადამიანი იტაჯება. ტაივანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევით აღმოჩნდა, რომ ვანილინი - ვანილის ექსტრაქტის ძირითადი კომპონენტი ფსორიაზის დროს ანთებითი პროცესის დონეს ამცირებს. სპეციალისტები ვირთაგვებში იწვევდნენ ფსორიაზს, შემდგომ აკვირდებოდნენ მათზე იმუნომოდულატორ იმიკვიმოდის მოქმედებას, მკვლევარებმა შენიშნეს, რომ იმ ცხოველებთან, რომლებიც ვანილინის განსაკუთრებით დიდ დოზას იღებდნენ, კანის ანთების დონე განსაკუთრებულად იკლებდა. მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ვანილინი ამცირებდა ფსორიაზთან დაკავშირებული ინტერლეიკინ 17-სა და 23–ის კონცენტრაციას. სხვა კვლევებით დადგინდა, რომ ვანილინი საზოგადოდ სხვა ანთებით დაავადებებთან დაკავშირებული ინტერლეიკინების კონცენტრაციასაც აქვეითებს. მეცნიერთა აზრით, ვანილინმა შესაძლოა ფსორიაზის განვითარებაც კი შეაფერხოს.