გერმანიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ვენების ამა თუ იმ ხარისხის გაგანიერება ან ვენური შეგუბების ნიშნები 14-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდთა დაახლოებით 15%-ს აქვს. დატვირთული მემკვიდრეობა, დიდხანს დგომა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, ჰორმონული კონტრაცეფცია, მოჭერილი ფეხსაცმელი, მაღალი ქუსლები - ხელს უწყობს ვენებში სისხლის შეგუბებას და შესაძლოა, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი გამოიწვიოს.
არსებობს კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც ქვედა კიდურების ვენური უკმარისობა გაცილებით ხშირად ემართებათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. კერძოდ, ქალებს ვენური უკმარისობის დიაგნოზს მამაკაცებზე 4-6-ჯერ ხშირად უსვამენ. მეცნიერები მოგვიწოდებენ, ფეხებს ახალგაზრდობიდანვე მოვუფრთხილდეთ და ვარიკოზული დაავადების ნაადრევ პროფილაქტიკასა და მკურნალობას უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ.