უპასპორტო მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან ლიტვაში ჩავიდა. მან ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი და ლიტველი პარლამენტარებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ლიტვის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი. სააკაშვილმა მათ საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჟურნალისტების კითხვას, მიიღებს თუ არა ის ლიტვის მოქალაქეობას, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს. "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი სააკაშვილმა განაცხადა რომ არ აპირებს უკრაინაში არალეგალურად დაბრუნებას და ამ ეტაპზე "ევროპაში იმოგზაურებს". რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს როგოროც მან აღნიშნა, ის უკრაინას უკავშირდება.