საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ინფორმაციით, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს და ამ თემაზე მსჯელობა გრძელდება. ჟურნალისტებთან საუბრისას სესიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს პოზიცია მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ აქვთ. მან ისიც გაიხსენა, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წინა მოწვევის პარლამენტს შესთავაზა მოდელი, როცა პროპორციული საარჩვენო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ მაშინ მას მხარი უმცირესობამ არ დაუჭირა.