"ლენდ როვერმა" ახალი Discovery გამოუშვა და მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებს. ცხადია, ჩვენ ეს უნდა გადაგვემოწმებინა. ახალი მოდელი წინამორბედზე გაცილებით რბილად და სასიამოვნოდ დადის. ტენდენციურად მჭიდროდ შეკრული, გაფუჭებულ გზებსაც შესანიშნავად აუთოვებს. ხმაურიზოლაცია იმდენად კარგია, რომ ინტერიერში თითქმის არაფერი ისმის - მათ შორის, 4-ცილინდრიანი დიზელის ძრავის ხმაც. თანაც, მაშინაც, როცა ძრავას მაღალ ბრუნებზე ამუშავებ.