თვალები დავხუჭოთ და წარმოვიდგინოთ "ტოიოტას" უახლოესი შოურუმი. რას ვხედავთ? "იარისი", "აურისი", "ავენსისი", "კოროლა" ... არცერთი არ გვიჩქარებას გულისცემას. ესე იგი, ჯერ არ იცნობთ "ტოიოტას" ახალ ქროსოვერ C-HR-ს, რომელიც ნამდვილად არ გამოიყურება ისე, როგორც სხვა ”ტოიოტები”. ისეთი მრგვალი და ექსტრავაგანტურია, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერი ყოფილა!