არ მგონია, რომ მთავარი პრობლემა იყოს შევა თუ არა ოპოზიციის ერთი ან ორი წარმომადგენელი, მთელი ოპოზიციის პარლამენტში შესვლის გარეშე, ამ პარლამენტს ვერასდროს ვერავინ ვერ ჩამოაცილებს იმ იარლიყს, რასაც ჰქვია საბჭოური, ერთპარტიული პარლამენტი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც საერთო ოპოზიციური შეთანხმების ფარგლებში, ხელისუფლებას პლებისციტისა და საარჩევნო რეფორმის ჩატარება შესთავაზეს, ბუნებრივია, რომ განსხვავებული წინადადება ამ საერთო ჩარჩოში ვერ ჩაჯდება.
მისივე თქმით, თავის მხრივ, ახალი იდეების წამოყენებაში პრობლემა არ არის, მაგრამ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ შეთავაზება თავდაპირველად ოპოზიციის ერთიან ფორმატში რომ განხილულიყო, ის ნაკლებ წინააღმდეგობას გამოიწვევდა.