ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გუშინ დღის ბოლოს ძლიერი აფეთქება მოხდა, გაზ-გაზამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმოფანტულია მინის ნამსხვრევები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, აფეთქება გუშინ ღამის საათებში მოხდა, რა დროსაც გაზ-გასამართი სადგური აფეთქდა. თუმცა აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ძლიერმა აფეთქებამ ირგვლივ მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მინები ჩაამსხვრია. შემთხვევის ადგილას 6 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზაცია მალევე მოხერხდა.
ამ დროისთვის ინციდენტის ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია.