კორონავირუსის ეპიდემია ბევრი კომპანიისთვის გამოწვევა გახდა. თუ მათი ნაწილი დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადადის და პრობლემას ამ მხრივ უმკლავდება, სხვებს პირიქით ცოცხალი ძალა სჭირდებათ და ამის გამო სასწრაფოდ ხალხის დასაქმება უწევთ.
ასეთი ტალღა დაატყდა კომპანია Amazon-ს, რომელიც შეკვეთებს ვერ აუდის და შედეგად ამ ინტერნეტ კომერციის გიგანტ კომპანიას უწევს დამატებით 100 ათასი თანამშრომლის აყვანა, რათა მიწოდება დროულად მოახერხოს. ამასთან, კომპანია საათობრივ ანაზღაურებას 15-დან 17 დოლარამდე ზრდის.