ინტერნეტ-რითეილერი Amazon.com-ი 2020 წლიდან ამერიკის მასშტაბით სურსათის მაღაზიათა ახალი ქსელის გახსნას გეგმავს. ახალი მაღაზიის ქსელის სახელწოდება ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა, ცნობილია, რომ მასში ჩვეულებრივი სალაროები იქნება. პირველი მაღაზია ამ ქსელიდან ლოს-ანჯელესში, ვუდლენდ-ჰილზში გაიხსნება, რისთვისაც კომპანიამ პერსონალის აყვანა უკვე დაიწყო.
ეს ბრენდი არ იქნება კავშირში მისი კომპანიის მიერ 2017 წელს შეძენილ Whole Foods-სთან, რომელიც 2017 წელს 13 მილიარდ 700 მილიონ დოლარად შეიძინა და რომელიც ნატურალურ პროდუქტებზეა ორიენტირებული. როგორც ცნობილია, კომპანია ასევე ფლობს სუპერმარკეტების ინოვაციურ ქსელს Amazon Go, რომელსაც არ აქვს სალაროები. იქ მყიდველები პროდუქციას დისტანციურად, სენსორებს შორის გავლით ყიდულობენ და თანხა ამაზონის ანგარიშიდან ეჭრებათ.
ახალი სუპერმარკეტების გახსნა კომპანიას საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა: Walmart-ი, Target Corp. და Kroger-ი.