ამერიკული კორპორაცია Amazon-ი 2020 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ მესამე კვარტალში 96 მილიარდ 100 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 3-თვიან პერიოდში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, კომპანიის შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 37%-ით, მაშინ კომპანიას 70 მილიარდის შემოსავალი დაუფიქსირდა.
რაც შეხება მოგებას, Amazon-მა საანგარიშო პერიოდში 6 მილიარდ 300 მილიონი დოლარი მიიღო. კომპანიის გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე გაიზარდა 37%-ით და მისი მომსახურებით დაინტერესება პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა. კომპანიის თავკაცის ჯეფ ბეზოსის განცხადებით, Amazon-მა მიმდინარე წელს შტატებში დამატებით 400 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.