ამერიკის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ American Airlines-მა 2020 წლის პირველ კვარტალი რეკორდული ზარალით დაასრულა. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენებზე მოთხოვნის მკვეთრი კლება გახდა.
ავიაკომპანიის ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მარტში წმინდა ზარალმა 2 მილიარდ 241 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კომპანიის ყველაზე დიდი ზარალია.
ამასთან, ავიაკომპანიის კვარტალური შემოსავლები 19.6% -ით 8 მილიარდ 515 მილიონ დოლარამდე დაეცა.