American Airlines-მა ივლისის შუა რიცხვებამდე ავიარეისების საერთო გრაფიკი 1%-ით შეამცირა. სხვადასხვა მიზეზს შორის პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და ტექნიკური მომსახურების დეფიციტი დასახელდა.
CNBC-ი ფრენებზე ზედამხედველობის ვებგვერდ FlightAware-ის მონაცემებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც შაბათს American Airlines-მა 123 რეისი ანუ ფრენების ძირითადი განრიგის 4% გააუქმა, კვირას კი 6%, ანუ 180 რეისი. ეს რეისების საერთო რაოდენობის, მათ შორის რეგიონალური გადაყვანების 3%-ია.
აქედან თითქმის ნახევარი ეკიპაჟის მიუწვდომლობის გამო გადაიდო. თუმცა, ივნისის პირველ ნახევარში შარლოტისა და დალასის საერთაშორისო აეროპორტებში American Airlines-ის მომსახურების ჩავარდნები უამინდობამაც გამოიწვია.