მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ ამოიღო პროგრამიდან, რომელიც აშშ-ში რამდენიმეთვიან კვალიფიკაციის ასამაღლებებლი კურსის გავლას ითვალისწინებდა, ამერიკაში კიდევ 5 ქართველი მოსამართლე არ წავიდა. აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მოსამართლეების ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ე.წ. კლანი „ქართულ ოცნებას“ სრულად ემორჩილება.