კორონავირუსთან საბრძოლველად ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს 50 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა, რაც ვირუსის გავრცელებით დაზარალებულ მცირე ბიზნესსა და მოსახლეობას მოხმარდება.
ტრამპის თქმით, აღნიშნული თანხა 3-თვიან ე.წ. „საგადასახადო ამნისტიას“ მოხმარდება, რა დროსაც მცირე ბიზნესსა და მოსახლეობას გადასახადები შეუმცირდებათ.
ამასთან, ტრამპმა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს 200 მილიარდი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდა. როგორც ცნობილია, თანხა ადგილობრივ ბიზნესს გადასახადების გადახდაში დაეხმარება და კორონავირუსით გამოწვეულ ზარალს შეამცირებს.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მისი გადაწყვეტილებით, 1 თვის განმავლობაში ევროპიდან შტატების მიმართულებით ავიარეისები შეჩერდება.