ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის სპეციალისტების განცხადებით, მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ამჟამინდელი ურთიერთობა არაფერია, თუ არა სავაჭრო ომი. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი იუწყება.
ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების ესკალაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1-ლი სექტემბრიდან აპირებს ჩინეთიდან იმპორტირებულ 300 მილიარდის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი 10% გახადოს. ამის მიზეზად კი ჩინეთის მხრიდან დანაპირების შეუსრულებლობა დაასახელა, რომლის მიხედვითაც ჩინეთს უნდა გაეზარდა ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა.
ორშაბათიდან კი ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ეროვნული ვალუტა იუანის გაუფასურება, რომელიც დღეის მდგომარეობით, დოლართან მიმართებაში 11-წლიან მინიმუმზეა. ამ ფაქტს ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ მანიპულაცია უწოდა.