დასავლელი პარტნიორების მხრიდან შეშფოთებამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია - ასე აფასებენ ამერიკელი კონკრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილებს ოპოზიციის წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და ასევე გაასაჯაროვოს კიდევ ერთი წერილი, რომელიც ხელისუფლებამ სენატიდან მიიღო. „ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ თუ ივანიშვილი „ასე გააგრძელებს, ჯერ საქართველო დაკარგავს ძალაუფლებას და შემდგომ პრობლემები ექნება ყველგან, თავისუფალ სამყაროში. თავის მხრივ ქვეყნისთვის საგანგაშო მდგომარეობად აფასებს კონგრესმენების წერილს და ახსნა-განმარტებას მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც.