ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახდა- ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა. როგორც ცნობილი გახდა, სიგალი რუსეთ-ამერიკის ჰუმანიტარული კავშირების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. სიგალი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გარღრმავებისა და კულტურული პროექტების განხორციელებისთვის ანაზღაურებას არ მიიღებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მსახიობთან ერთად გადაღებული ფოტო უკვე გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, სტივენ სიგალი მოსკოვში 2016 წელსაც იმყოფებოდა. მას პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა და პასპორტი გადასცა.